FONDISHUBANI
  • მთავარი
  • სიახლეები
    • სოფ: დარჩიძეები
    • სოფ: შუბანი
    • დარჩიძეების ნაეკლესიარი
    • შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის, აჭარის ჭიდაობის ფედერაციის მხარდაჭერითა და ფონდი ,,შუბნის” ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა ჭიდაობის დარბაზი.
    • ,,შუამთობა,, ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
    • გიორგი ფუტკარაძე
    • ვებგვერდის ადმინისტრატორი
  • ჩვენს შესახებ
    • გამგეობა
    • დამფუძნებლები
    • მიზანი
    • წესდება
    • წევრები 2020-2021
    • წევრები 2018-2019
  • პროექტები
  • გალერია
  • კონტაქტი
FONDISHUBANI
  • მთავარი
  • სიახლეები
    • სოფ: დარჩიძეები
    • სოფ: შუბანი
    • დარჩიძეების ნაეკლესიარი
    • შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის, აჭარის ჭიდაობის ფედერაციის მხარდაჭერითა და ფონდი ,,შუბნის” ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა ჭიდაობის დარბაზი.
    • ,,შუამთობა,, ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
    • გიორგი ფუტკარაძე
    • ვებგვერდის ადმინისტრატორი
  • ჩვენს შესახებ
    • გამგეობა
    • დამფუძნებლები
    • მიზანი
    • წესდება
    • წევრები 2020-2021
    • წევრები 2018-2019
  • პროექტები
  • გალერია
  • კონტაქტი

Search

მთავარი/Archive for

Blog

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის, აჭარის ჭიდაობის ფედერაციის მხარდაჭერითა და ფონდი ,,შუბნის” ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა ჭიდაობის დარბაზი.

სიახლეები
ავტორი : fondishubani.ge@gmail.com / ჩართულია 27/03/2021

ორი წელია, რაც დარჩიძეებისა და შუბნის ახალგაზრდებისთვის შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის, აჭარის ჭიდაობის ფედერაციის მხარდაჭერითა და ფონდი ,,შუბნის” ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა ჭიდაობის დარბაზი, სადაც ბავშვები ხალისიანად, შემართებითა და დიდი ძალისხმევით მეცადინეობენ თავიანთ დაუღალავ მასწავლებლთან, არკად ფუტკარაძესთან ერთად.დიდი მადლობა მერიას, აჭარის ჭიდაობის ფედერაციას, ფონდი ,,შუბნის” თითოეულ წევრს, რომლებმაც ასეთი კეთილი საქმე გააკეთეს ჩვენი მომავალი თაობებისათვის და მისცეს შესაძლებლობა ახალგაზრდებს, თავიანთი შესაძლებლობები ქართულ ჭიდაობაში ღირსეულად გამოევლინათ.

აღსანიშნავია, ის რომ მიმდინარე წლის 21-22 მარტს მასწავლებელმა ახალბედა მოსწავლეები, მე-5 კლასელი გოგიტა სურმანიძე(დარჩიძეები) და ლუკა ბაკურიძე(შუბანი) თბილისში წაიყვანა, სადაც იმართებოდა საქართველოს პირად პირველიბა 35 კგ წონით კატეგორიაში, ბავშვებმა საკმაოდ წარმატებით იასპარეზეს და ისინი ფულად ჯილდოს მიიღებენ.

დღეს, 27 მარტს კი საქართველოს ჩემპიონატი ტარდება ახმეტის რაიონში, სადაც დარჩიძეების საჯარო სკოლის მოსწავლე, ბექა ცეცხლაძე და შუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე,გიგა შაინიძე მიიღებენ მონაწილეობას და ვიმედოვნებთ, ასპარეზობიდან კმაყოფილნი დაბრუნდებიან. მრავალი წარმატება ჩვენს ახალგაზრდებს!

დარჩიძეების ნაეკლესიარი

სიახლეები
ავტორი : fondishubani.ge@gmail.com / ჩართულია 29/08/2020

დარჩიძეების ნაეკლესიარზე,სადაც მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები, სხალთის მთავარეპისკოპოსის,მეუფე სპირიდონის ლოცვა-კურთხევით ჩატარდა ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი. დიდი მადლობა მეუფე სპირიდონს და ყველა იმ სასულიერო პირს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ მადლიან საქმეში, ღვთისმშობლის მადლი ფარავდეს სოფელ დარჩიძეებს და სრულიად საქართველოს!

გიორგი ფუტკარაძე

სიახლეები
ავტორი : fondishubani.ge@gmail.com / ჩართულია 12/07/2020

ძვირფასო მეგობრებო!დღეს ფინალია კონკურსის “დიდი სცენა”. თითოეული ადამიანის გულისხმიერებით ფინალში ვარ.დღეს, 22:00 საათიდან 23:45 წუთამდე ყველამ დამირეკეთ ნომერზე: 032 2 77 99 17 ინფორმაცია მივაწოდოთ ყველას, მეგობრებს, ახლობლებს.დღეს ძალიან მჭირდება თითო ზარი.ზარი უფასოამადლობა!მეგობრებო, თქვენი დიდი იმედი მაქვს#giorgifutkaradze#didiscena#დიდისცენა#აჭარა#adjara#rustavi2#რუსთავი2#გიორგიფუტკარაძე

,,შუამთობა,, ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.

სიახლეები
ავტორი : fondishubani.ge@gmail.com / ჩართულია 08/08/2019

·  ► ჩირუხის მთაში სახალხო დღესასწაული ,,შუამთობის“დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

·  ► სახალხო ზეიმს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივები და სტუმრები ესწრებოდნენ.

·  ► შუამთობა მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ და მერის მოადგილე ომარ ტაკიძემ მიულოცეს.

·  ► ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კულტურული ღონისძიება, სადაც ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად მოწვეული მუსიკალური ჯგუფიც მონაწილეობდა. პარალელურად მიმდინარეობდა ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

·  ► შუამთობა ტრადიციულად აგვისტოს პირველ შაბათ – კვირას იმართება და მთის სეზონის შუა პერიოდს ემთხვევა. ეს ტრადიცია უკვე მრავალი წელია გრძელდება და მისი მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება.

·  ► დღესასწაულზე მოიალაღეებს ბარად დარჩენილი ოჯახის წევრები და ახლობლები სტუმრობენ, რომლებსაც მასპინძლები ტრადიციული აჭარული კერძებით უმასპინძლდებიან, ბარის და მთის ამბებს ერთმანეთს უყვებიან და დღესასწაულს ზეიმობენ.

·  ► დღესასწაულის ძირითადი გზავნილია ტრადიციების შენარჩუნება!

სოფ: შუბანი

სიახლეები
ავტორი : fondishubani.ge@gmail.com / ჩართულია 09/04/2019

2019 წლის 9 აპრილს 13:00 საათზე შუბნის საჯარო სკოლის დარბაზში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართება. აგრეთვე დაგეგმილია ქართული ჭიდაობის სექციის გახსნის ცერემონიალი. გ თ ხ ო ვ თ მ ო ბ რ ძ ა ნ დ ე თ!

სოფ: დარჩიძეები

სიახლეები
ავტორი : fondishubani.ge@gmail.com / ჩართულია 08/02/2019

8 თებერვალი, დარჩიძეების საჯარო სკოლის მიერ, სოფლის სახლში, ,,წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის” ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების პარალელურად აჭარის ეროვნული ქართული ჭიდაობის ფედერაციის ხელშეწყობითა და ფონდ ,, შუბანი” -ს ინიციატივითა და ძალისხმევით გაიხსნა ქართული ჭიდაობის დარბაზი, სადაც შუბნის თემის 30- მდე მოზარდი ეზიარება ქართული ეროვნული ჭიდაობის მადლს. ღონისძიებას ესწრებოდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის რესურსცენტრის უფროსი, ედუარდ გოგრაჭაძე, აჭარის ეროვნული ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ჯემალ წულუკიძე, ვიცე პრეზიდენტები, საზოგადოება ,,მარეთის” თავმჯდომარეები, ფონდ ,, შუბანი”-ს თავმჯდომარე დავით ცეცხლაძე და სხვა მოწვეული სტუმრები , რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და დღესასწაული მიულოცეს. დარჩიძეების საჯარო სკოლა განსაკუთრებულ მადლობას უხდის ფობდ ,, შუბანი-“ს თავმჯდომარეს დავით ცეცხლაძეს სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისათვის საჭირო ნივთების დასაჩუქრებისათვის და იმ კეთილი საქმეებისათვის რომელიც არა მარტო სკოლას, არამედ სოფელს გაუკეთა.

ვებგვერდის ადმინისტრატორი

სიახლეები
ავტორი : fondishubani.ge@gmail.com / ჩართულია 24/09/2018
http://demo.roadthemes.com/elegan/wp-content/uploads/2014/09/Dreams-Nana.mp3

ZFUTKARADZE@EMIS.GE

ZVIADI00182@GMAIL.COM

Read more
Previous 1 … 4 5 6

ბოლო ჩანაწერები

  • Play Baccarat in New York
  • (უსათაურო)
  • Table of Contents
  • (უსათაურო)
  • The Ultimate Guide to Extreme Live Gaming Roulette Casinos

ბოლო კომენტარები

    არქივები

    • მარტი 2026
    • იანვარი 2026
    • დეკემბერი 2025
    • ნოემბერი 2025
    • ოქტომბერი 2025
    • სექტემბერი 2025
    • აგვისტო 2025
    • ივლისი 2025
    • ივნისი 2025
    • მაისი 2025
    • აპრილი 2025
    • მარტი 2025
    • თებერვალი 2025
    • იანვარი 2024
    • დეკემბერი 2023
    • სექტემბერი 2023
    • ივლისი 2023
    • მაისი 2023
    • იანვარი 2023
    • ოქტომბერი 2022
    • მარტი 2021
    • აგვისტო 2020
    • ივლისი 2020
    • აგვისტო 2019
    • აპრილი 2019
    • თებერვალი 2019
    • სექტემბერი 2018

    კატეგორიები

    • სიახლეები

    მეტა

    • შესვლა
    • ჩანაწერების არხი
    • კომენტარების არხი
    • WWW.FONDISHUBANI.GE
    FONDISHUBANI

    ფონდი შუბანი

    ორგანიზაციის მიზანია საქველმოქმედო საქმიანობა:

    წარჩინებულ მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, მაგისტრებისთვის, რეზიდენტებისთვის, დოქტორანტებისთვის ფინანსური და მატერიალური დახმარების გაწევა;

    წინაპართა ქრისტიანული სამლოცველოებისა და კულტურულ-მემკვიდრეობითი ძეგლების (შემონახული, ნანგრევი, ნაშთი) შესწავლა-რეაბილიტაციისთვის და ახალი ეკლესიების მშენებლობისთვის ხელშეწყობა.

    TEL: +995 599 17 40 82

    დაგვეკონტაქტეთ

    COPYRIGHT © 2020 Z.PHUTKARADZE. ALL RIGHTS RESERVED.

    GE
    EN