შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის, აჭარის ჭიდაობის ფედერაციის მხარდაჭერითა და ფონდი ,,შუბნის” ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა ჭიდაობის დარბაზი.
ორი წელია, რაც დარჩიძეებისა და შუბნის ახალგაზრდებისთვის შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის, აჭარის ჭიდაობის ფედერაციის მხარდაჭერითა და ფონდი ,,შუბნის” ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა ჭიდაობის დარბაზი, სადაც ბავშვები ხალისიანად, შემართებითა და დიდი ძალისხმევით მეცადინეობენ თავიანთ დაუღალავ მასწავლებლთან, არკად ფუტკარაძესთან ერთად.დიდი მადლობა მერიას, აჭარის ჭიდაობის ფედერაციას, ფონდი ,,შუბნის” თითოეულ წევრს, რომლებმაც ასეთი კეთილი საქმე გააკეთეს ჩვენი მომავალი თაობებისათვის და მისცეს შესაძლებლობა ახალგაზრდებს, თავიანთი შესაძლებლობები ქართულ ჭიდაობაში ღირსეულად გამოევლინათ.
აღსანიშნავია, ის რომ მიმდინარე წლის 21-22 მარტს მასწავლებელმა ახალბედა მოსწავლეები, მე-5 კლასელი გოგიტა სურმანიძე(დარჩიძეები) და ლუკა ბაკურიძე(შუბანი) თბილისში წაიყვანა, სადაც იმართებოდა საქართველოს პირად პირველიბა 35 კგ წონით კატეგორიაში, ბავშვებმა საკმაოდ წარმატებით იასპარეზეს და ისინი ფულად ჯილდოს მიიღებენ.
დღეს, 27 მარტს კი საქართველოს ჩემპიონატი ტარდება ახმეტის რაიონში, სადაც დარჩიძეების საჯარო სკოლის მოსწავლე, ბექა ცეცხლაძე და შუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე,გიგა შაინიძე მიიღებენ მონაწილეობას და ვიმედოვნებთ, ასპარეზობიდან კმაყოფილნი დაბრუნდებიან. მრავალი წარმატება ჩვენს ახალგაზრდებს!

