თვე: თებერვალი 2019
სოფ: დარჩიძეები
8 თებერვალი, დარჩიძეების საჯარო სკოლის მიერ, სოფლის სახლში, ,,წმინდა კეთილმორწმუნე მეფის, დავით აღმაშენებლის” ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების პარალელურად აჭარის ეროვნული ქართული ჭიდაობის ფედერაციის ხელშეწყობითა და ფონდ ,, შუბანი” -ს ინიციატივითა და ძალისხმევით გაიხსნა ქართული ჭიდაობის დარბაზი, სადაც შუბნის თემის 30- მდე მოზარდი ეზიარება ქართული ეროვნული ჭიდაობის მადლს. ღონისძიებას ესწრებოდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის რესურსცენტრის უფროსი, ედუარდ გოგრაჭაძე, აჭარის ეროვნული ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ჯემალ წულუკიძე, ვიცე პრეზიდენტები, საზოგადოება ,,მარეთის” თავმჯდომარეები, ფონდ ,, შუბანი”-ს თავმჯდომარე დავით ცეცხლაძე და სხვა მოწვეული სტუმრები , რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და დღესასწაული მიულოცეს. დარჩიძეების საჯარო სკოლა განსაკუთრებულ მადლობას უხდის ფობდ ,, შუბანი-“ს თავმჯდომარეს დავით ცეცხლაძეს სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიებისათვის საჭირო ნივთების დასაჩუქრებისათვის და იმ კეთილი საქმეებისათვის რომელიც არა მარტო სკოლას, არამედ სოფელს გაუკეთა.


