თვე: აგვისტო 2019
,,შუამთობა,, ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
· ► ჩირუხის მთაში სახალხო დღესასწაული ,,შუამთობის“დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
· ► სახალხო ზეიმს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ადგილობრივები და სტუმრები ესწრებოდნენ.
· ► შუამთობა მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ და მერის მოადგილე ომარ ტაკიძემ მიულოცეს.
· ► ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კულტურული ღონისძიება, სადაც ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად მოწვეული მუსიკალური ჯგუფიც მონაწილეობდა. პარალელურად მიმდინარეობდა ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
· ► შუამთობა ტრადიციულად აგვისტოს პირველ შაბათ – კვირას იმართება და მთის სეზონის შუა პერიოდს ემთხვევა. ეს ტრადიცია უკვე მრავალი წელია გრძელდება და მისი მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება.
· ► დღესასწაულზე მოიალაღეებს ბარად დარჩენილი ოჯახის წევრები და ახლობლები სტუმრობენ, რომლებსაც მასპინძლები ტრადიციული აჭარული კერძებით უმასპინძლდებიან, ბარის და მთის ამბებს ერთმანეთს უყვებიან და დღესასწაულს ზეიმობენ.
· ► დღესასწაულის ძირითადი გზავნილია ტრადიციების შენარჩუნება!


